Tuesday, July 19, 2016

მეცხრე დღე- რეფლექსია


სააბოლოოდ დავასრულეთ ჩვენი მუშაობა და პროექტს მივეცით საბოლოო სახე. გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაციები და ვისწავლეთ ფაილების მიმაგრება პრეზენტაციებზე. მე ვიმედოვნებ ,რომ რა ცოდნაც შევიძინე (პროექტებით სწავლა, ტექნოლოგიების გამოყენება და ა. შ.) ტრენინგზე  აუცილებლად გამოვიყენებ საგაკვეთილო პროცესში. გაკვეთილი გახდება უფრო საინტერესო , მოსწავლეები იქნებიან აქტიურად ჩართული და მოტივირებულნი. ყოველივე ეს  დამეხმარება 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების დანერგვაში.


ამისათვის მადლობა ჩვენს ტრენერს ასეთი გულისხმიერი მუშაობისათვის.

Saturday, July 16, 2016

მერვე დღე

ჩვენი ტრენინგი ნელ- ნელა დასასრულს უახლოვდება და ყველა ტრენინგის მონაწილე ვცდილობთ ჩვენი მომზადებული მასალები დავხვეწოთ და გადავიტანოთ ჩვენს მიერ შექმნილ პორტფოლიოში.

Thursday, July 14, 2016

რეფლექსია-მეშვიდე დღე

დღე საინტერესოა , ვიმუშავეთ საკმაოდ  და მივიღეთ საშინაო დავალება.

1.პროექტის შეფასებებზე.
2.ლინკებისშექმნაზე.
3. შევქმენით ჩვენი პორტფოლიო დისკზე.

პროექტის პორტფოლიო

Saturday, July 9, 2016

მეოთხე დღე

დღეს გავეცანით ერთმანეთის პროეტების შინაარსს და გავშალეთ თემის მიზანი.
შევქმნით ბუკლეტის შაბლონი ,ვიმუშავეთ გუგლის აპლიკაციებზე.

ასევე კვლავ გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, რაც შემდგომში დაეხმარება ჩვენს მოსწავლეებს დაიმკვიდრონ თავი საზოგადოებაში.

Tuesday, July 5, 2016

რეფლექსია -მესამე დღე

საინტრესო და საინტერესო ხდება ჩვენი ტრენინგი.

დღეს ვიმუშავეთ პროექტის შაბლონზე.  დავგეგმეთ და დავხვეწეთ უკეთესად იდეები და მიზნები., ვიმუშავეთ ე. ს. გ-ზე , სტანდარტზე და მის ინდიკატორებზე. ასევე გავეცანით გუგლის აპლიკაციებს. მივიღეთ საშინაო დავალება.

Sunday, July 3, 2016

რეფლექსია მეორე დღე


ტრენინგი ხდება უფრო საინტერესო.  გავეცანით ერთმანეთის პროექტების თემატიკას, თუ რას ვგეგმავთ მოდულში და ამასთანვე ტრენერმა მოგვცა მიმართულებები პროექტის ფარგლებში.

შევქმენით ბლოგები და გავწევრიანდით შექმნილ ჯგუფში, რაც შემდგომში დაგვეხმარება აზრების გაცვლაში და პრობლემის დაძლევაში.